ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „იბერიამ“ ნიდერლანდელ მცველთან კონტრაქტი გაწყვიტა #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონი „იბერია“ ნიდერლანდელმა მცველმა, ტერენს კონგოლომ დატოვა – მხარეები კონტრაქტის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
თბილისური კლუბის განმარტებით, გადაწყვეტილება კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით იქნა მიღებული და საფეხბურთო კლუბმა „იბერიამ“ ტერენს კონგოლოსთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვა.
„იბერიის“ ინფორმაციით, ფეხბურთელი გუნდში ჩამოსვლის შემდეგ დაშავდა, რის გამოც ევროთასებზე მისი მონაწილეობა საეჭვო გახდა – მაშინ როცა მისი დამატების მთავარი მიზანი სწორედ საერთაშორისო მატჩებში დახმარება იყო.
„არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მხარეებმა ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ და თანამშრომლობა შევწყვიტეთ“, – განაცხადეს „იბერიაში“.
ნიდერლანდელ მცველს ქვეყნის ყველა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში აქვს ნათამაშები. ის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე იყო, სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კონგოლო კარიერის განმავლობაში თამაშობდა ინგლისის პრემიერლიგასა და ერედივიზიონში და იყო „ფეინოორდის“, „მონაკოს“, „ჰადერსფილდის“, „ფულემის“, „ლე ავრის“, ვენის „რაპიდისა“ და „ბრედას“ ფეხბურთელი.