ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „დინამო თბილისისა“ და „მეშახტის“ მატჩი ფრედ დასრულდა - „დილამ“ „სამგურალი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში მე-7 ტური თბილისსა და წყალტუბოში გამართული შეხვედრებით დაიწყო. ტენდენცია არ იცვლება – შედეგიანობა ჯერ ძალიან დაბალია.
„სამგურალმა“ წყალტუბოში ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, გორის „დილას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მატჩის ბედი 87-ე წუთზე გადაწყდა – გორელების შეტევა მამინ სანიანგმა დააგვირგვინა, რომელმაც ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.
ტყიბულის „მეშახტემ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ფავორიტებისთვის უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბა – ლადო ბურდულის გაწვრთნილი გუნდი „დინამო თბილისს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 1:1.
28-ე წუთზე ანგარიში თბილისელთა ლეგიონერმა, კოფი დონკორმა გახსნა, მაგრამ „მეშახტემ“ 4 წუთში ცოტნე ფაცაციას დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 48-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა თბილისელთა შემტევი ბარნს ოსეი გააძევეს და „დინამო“ თამაში კაცნაკლულად დაასრულა. გოლები კი ამ შეხვედრაში აღარ გასულა.