ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „დილამ“ ბათუმში გაიმარჯვა და ქულებით „იბერიას“ გაუთანაბრდა ​#1TVSPORT
ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „დილამ“ ბათუმში გაიმარჯვა და ქულებით „იბერიას“ გაუთანაბრდა ​#1TVSPORT

ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტურში ბათუმის „დინამომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ბათუმელებმა ანგარიში 21-ე წუთზე ლევან ხოზრევანიძის ზუსტი დარტყმით გახსნეს, მაგრამ ​მეორე ტაიმში არუნა უატარამ დუბლი შეასრულა და „დილამ“ 3 ქულა მოიპოვა.

„დილას“, ისევე როგორც „იბერიას“, 71 ქულა აქვს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე თბილისელები არიან – ასე რომ, ტიტულისთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება.

ბათუმის „დინამომ“ კი მდგომარეობა გაირთულა და პლეი აუტში მოხვედრის საფრთხე ემუქრება.

„დინამო თბილისი“ საკუთარ სტადიონზე „გაგრასთან“ დამარცხდა (2:4), ხოლო საგარეჯოს „გარეჯსა“ და „თელავს“ შორის გამარჯვებული ვერ გამოვლინდა – 3:3.

33-ე ტურის ბოლო შეხვედრა წყალტუბოს „სამგურალსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში 22 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.

ეროვნული ლიგა, 33-ე ტური:

„კოლხეთი“ – „იბერია“ 0:1

„დინამო თბილისი“ – „გაგრა“ 2:4

„გარეჯი“ – „თელავი“ 3:3

„დინამო“ ბთ – „დილა“ 1:2