ეროვნული საფეხბურთო ლიგა | ბათუმის „დინამომ“ „მეშახტე“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული საფეხბურთო ლიგა | ბათუმის „დინამომ“ „მეშახტე“ დაამარცხა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ საკუთარ სტადიონზე ტყიბულის „მეშახტეს“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.

ანგარიში სტუმრებმა 34-ე წუთზე 35 წლის ირაკლი სიხარულიძის ზუსტი დარტყმით გახსნეს. წონასწორობა 49-ე წუთზე ლუკა წულუკიძემ აღადგინა, გამარჯვების გოლი კი 84-ე წუთზე ლევან ხოზრევანიძემ გაიტანა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და 17 ქულით მეექვსე ადგილზეა.

მე-13 ტურის ბოლო შეხვედრა 17 მაისს წყალტუბოში გაიმართება – 20:00 საათზე „სამგურალი“ „სპაერს“ უმასპინძლებს.