ეროვნული საფეხბურთო ლიგა 2 | „გონიო“ ლიგა 3-ში დაქვეითდა #1TVSPORT
ეროვნული საფეხბურთო ლიგა 2 | „გონიო“ ლიგა 3-ში დაქვეითდა #1TVSPORT

„გონიომ“ საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის 35-ე ტურში ეროვნულ ლიგაში გადასულ „რუსთავს“ უმასპინძლა, 0:4 დამარცხდა და გადარჩენის თეორიული შანსიც დაკარგა – გუნდი მომავალი სეზონიდან ლიგა 3-ში ითამაშებს.

ტყიბულის „მეშახტემ“ პლეი ოფის საგზურისთვის უშუალო კონკურენტი „სამტრედია“ მიიღო და 90+4-ე წუთზე კლეოპას ტიმის გოლით გამარჯვება (1:0) მოიპოვა.

ანალოგიური სურათი დაფიქსირდა მარტვილშიც – „მერანის“ და „იბერია 2“-ის შეხვედრაში ანგარიში 2:2 იყო, ხოლო 90+2-ე წუთზე გიორგი უგრეხელიძემ მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა – 3:2.

უკვე ოფიციალურად გაირკვა, რომ მომავალ სეზონში ეროვნულ ლიგაში ითამაშებს „რუსთავი“, ხოლო „სპაერი“ მონაწილეობას მიიღებს ეროვნული ლიგის პლეი ოფში, რომლის მეორე მონაწილეც ბოლო ტურში გაირკვევა. რაც შეეხება დაქვეითებულებს, ლიგა 3-ში, „გონიოსთან“ ერთად, „დინამო 2“ გავარდა.

ეროვნული ლიგა 2 – ტური 35:

სპაერი 2:3 ლოკომოტივი
გონიო 0:4 რუსთავი
დინამო-2 თბილისი 1:4 სიონი
მეშახტე 1:0 სამტრედია
მერანი (მარტვილი) 3:2 იბერია 1999-2