ეროვნული ნაკრებების ყველაზე ეფექტური ბომბარდირი არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდანაა
ეროვნული ნაკრებების ყველაზე ეფექტური ბომბარდირი არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდანაა

კლუბ „ალ-ჯაზირას“ 30 წლის ფორვარდი ალი მაბჰუტი დღეისთვის ეროვნული ნაკრებების მატჩებში ყველაზე ეფექტური ბომბარდირია. არაბეთის გაერთიანებული საამიროების მოთამაშეს დღეისთვის 83 მატჩში 63 გოლი აქვს – საშუალოდ შეხვედრაში 0.76 გოლს იტანს.

პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანო რონალდო მეოთხე ადგილზეა 0.61 გოლით. არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი TOP10-ის ბოლო საფეხურზეა – საშუალოდ 0.51 გოლი მატჩში. ამასთან, რეიტინგში მოყვანილ ფეხბურთელებს შორის, მესის ყველაზე მეტი შედეგიანი გადაცემა აქვს შესრულებული – 47.

ეროვნული ნაკრებების 10 ყველაზე ეფექტური ბომბარდირი:

  1. ალი მაბჰუტი (საამიროები) – 0.76 გოლი მატჩში
  2. ალი აშფაქი (მალდივები) – 0.66
  3. სუნილ ჩჰეთრი (ინდოეთი) – 0.63
  4. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) – 0.61
  5. რომელუ ლუკაკუ (ბელგია) – 0.61
  6. ნეიმარი (ბრაზილია) – 0.60
  7. ედინ ჯეკო (ბოსნია) – 0.54
  8. რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი) – 0.54
  9. ლუის სუარესი (ურუგვაი) – 0.53
  10. ლიონელ მესი (არგენტინა) – 0.51