ეროვნული ლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე პაატა ღუდუშაურია #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე პაატა ღუდუშაურია #1TVSPORT

ეროვნული ლიგის დასრულებული სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე (გერმანული სისტემით, გოლი+პასი) პაატა ღუდუშაურია. ეს ნომინაცია, შესაძლოა, იდეალური არაა, რადგან მშრალ სტატისტიკას ეყრდნობა, მაგრამ მისი პლუსი სიზუსტეა – გოლი+პასი სისტემით დაგროვებული ქულები მიკერძოების გარეშე, ციფრებზე დაყრდნობით ითვლება.

გერმანული სისტემით 26 წლის პაატა ღუდუშაურმა 25 ქულა დააგროვა – 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. ის ერთადერთი მოთამაშეა, ვინც ბოლო წლებში საქართველოს ჩემპიონატში ეგრეთ წოდებული „ორმაგი დუბლი“ შეასრულა – ანუ ათზე მეტი გოლი და საგოლე პასი დააგროვა.

ეროვნული ლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეები (გოლი+პასი სისტემით):

პაატა ღუდუშაური, („დინამო“ ბათუმი) – 25 ქულა (12 გოლი+13 საგოლე პასი)

ზორან მარუშიჩი, („დინამო“ თბილისი) – 21 (17+4)

ზურაბ მუსელიანი, („გაგრა“) – 21 (17+4)

უსმანე კამარა, („დინამო“ თბილისი) – 21 (14+7)

დავით სხირტლაძე, („დინამო“ თბილისი) – 21 (12+9)

გიორგი არაბიძე, („ტორპედო“) – 20 (14+5)

ჯოვინო ფლამარიონი, („დინამო“ ბათუმი) – 19 (17+2)

ლადო მამუჩაშვილი, („დინამო“ ბათუმი) 17 (12+5)

მიხეილ სარდალიშვილი, („დილა“) – 16 (9+7)

ცოტნე ფაცაცია („დინამო“ ბათუმი) – 15 (10+5)

ონორე გომისი, („დილა“) – 15 (8+7)