ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე ტაბიძეა, მექვაბიშვილის ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე ტაბიძეა, მექვაბიშვილის ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა #1TVSPORT

„დინამო თბილისისა“ და საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა, ხოლო მისი თანაგუნდელის, ანზორ მექვაბიშვილის შეფასება ყველაზე მეტად გაიზარდა.

21 წლის ნახევარმცველი პირველი ფეხბურთელია ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოს“ მოთამაშის, ირაკლი აზაროვის შემდეგ, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც „ტრანსფერმარკტმა“ მილიონ ევროდ შეაფასა.

ელიგის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეები

1 – ჯემალ ტაბიძე, დინამო თბილისი 1,50 (მილიონი ევრო)

2 – ანზორ მექვაბიშვილი, დინამო თბილისი 1,00

3 – ჯოვინო ფლამარიონი, დინამო ბათუმი 0,800

4 – გიორგი მოისწრაფიშვილი დინამო თბილისი 0,700

5 – გიორგი გოჩოლეიშვილი, საბურთალო 0,600

6 – ლადო მამუჩაშვილი, დინამო ბათუმი 0,500

7 – სანდრო ალთუნაშვილი, დინამო ბათუმი 0,475

8 – უსმან კამარა, დინამო თბილისი 0,475

9 – დავით სხირტლაძე, დინამო თბილისი 0,450

10 – იური ტაბატაძე, საბურთალო 0,450

ანზორ მექვაბიშვილია პირველ ადგილზე ეროვნულ ლიგაში სატრანსფერო ფასის ზრდით – „დინამო თბილისის“ მოთამაშის ღირებულება ბოლო გადაფასებისას 600 ათასი ევროთი გაიზარდა.

გთავაზობთ ეროვნულ ლიგაში ყველაზე გაზრდილი შეფასების მქონე მოთამაშეთა სამეულს. სამივე 21 წლის მოთამაშეა და სამივე ახალგაზრდული ნაკრების წევრია, ორი მათგანი კი ვილი სანიოლმა მაროკოსთან ამხანაგური მატჩისთვის ეროვნულ გუნდში გამოიძახა.

ყველაზე სწრაფი პროგრესი

1 – ანზორ მექვაბიშვილი, დინამო თბილისი + 0,600 (1.00)

2 – გიორგი მოისწრაფიშვილი დინამო თბილისი + 0,250 (0.700)

3 – გიორგი გოჩოლეიშვილი, საბურთალო + 0,200 (0.600)