ეროვნული ლიგის ვირტუალური გათამაშება იწყება
ეროვნული ლიგის ვირტუალური გათამაშება იწყება

კორონავირუსით გამოწვეულ პაუზას ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ლიგის გუნდების მონაწილეობით ახალი ტურნირით შეავსებს – ლიგის ოფიციალური გევრდის ცნობით, მალე E ლიგის ვირტუალური გათამაშება დაიწყება.

„რამდენიმე დღეში სტარტს აიღებს ვირტუალური საფეხბურთო გათამაშება E ლიგა, სადაც ფიფა 2020-ში საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოსაპოვებლად ეროვნული ლიგის ფეხბურთელები იბრძოლებენ. უგულშემატკივრე შენს გუნდს და საყვარელ ფეხბურთელს სახლიდან გაუსვლელად“, – წერია ელიგის ოფიციალურ ვებგევრდზე.

ეროვნული ლიგის ვებგვერდის ცნობით, ყველა მატჩის ლაივ რეპორტაჟი იგეგმება და ყველა შეხვედრას ქართულენოვანი კომენტატორი წაიყვანს. თუ რომელი ფეხბურთელები წარადგენენ გუნდებს, ამას თავად ეროვნული ლიგის მონაწილეები უახლოეს დღეებში დაასახელებენ.