ეროვნული ლიგის სტატისტიკა - ​ბომბარდირი მარუშიჩი ასისტენტებშიც ლიდერობს #1TVSPORT
ეროვნული ლიგის სტატისტიკა - ​ბომბარდირი მარუშიჩი ასისტენტებშიც ლიდერობს #1TVSPORT

გოლი

ეროვნული ლიგის 30-ე ტური დასრულდა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად ბათუმის „დინამო“ ლიდერობს. საუკეთესო ბომბარდირებში „ორხელისუფლებიანობაა“ და ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე წლის სნაიპერობის პრეტენზია ბევრ მოღამაშეს გააჩნია.

1. ზორან მარუშიჩი, დინამო თბ 13 გოლი
2. გიორგი ფანცულაია, დინამო ბთ 13
3. ჯამბულ ჯიღაური, დინამო ბთ 11
4. სერგო კუხიანიძე, სამგურალი 11
5. ირაკლი სიხარულიძე, ლოკო 10

საგოლე პასი

პასებში, ისევე როგორც ბომბარდირებში, „დინამო თბილისის“ სერბი თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი დაწინაურდა, მაგრამ მას კიდევ ოთხი სერიოზული კონკურენტი ჰყავს.

1. ზორან მარუშიჩი, დინამო თბ 7 პასი
2. მილან რადინი, დინამო თბ 6
3. რევაზ ჩიტეიშვილი, დილა 6
4. ბექა დარცმელია, ლოკომოტივი 6
5. აკაკი შულაია, საბურთალო 6

მშრალი მატჩები

მეკარეებში ყველაზე საიმედო ბათუმის „დინამოს“ გოლკიპერი ლაზარე კუპატაძეა, რომელმაც კარი მშრალად 13 შეხვედრაში შეინახა. მისი ყველაზე რეალური კონკურენტი „საბურთალოს“ კიპერი ოთო გოშაძეა, რომელმაც მხოლოდ ერთით ნაკლები „მშრალი“ თამაში ჩაატარა.

1. ლაზარე კუპატაძე, დინამო ბთ 13 მშრალი მატჩი
2. ოთო გოშაძე, საბურთალო 12
3. ლუკა გუგეშაშვილი, დილა 9
4. როინ კვასხვაძე, ტორპედო 9
5. მაქსი ქვილითაია, სამგურალი 9
დატოვე კომენტარი