ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელი გია გეგუჩაძე გახდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელი გია გეგუჩაძე გახდა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ დამრიგებელი გია გეგუჩაძე ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გათამაშების პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

ეროვნული ლიგის პირველ წრეში ჩატარებული ცხრა მატჩიდან ბათუმის „დინამომ“ ექვსი მოიგო, ხოლო სამი ფრედ დაასრულა. გუნდმა 21 ქულა დააგროვა და ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.

57 წლის სპეციალისტი ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელი წარსულშიც რამდენჯერმე გახდა. მისი ხელმძღვანელობით სამმა გუნდმა ჩემპიონობა მოიპოვა, ესენი არიან: „დინამო თბილისი“, „ზესტაფონი“ და ბათუმის „დინამო“. ამ უკანასკნელში გეგუჩაძე 2018 წლიდან მუშაობს.

მისი სამწვრთნელო კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა თბილისის „დინამოს“ უკავშირდება, რომელიც 2004/05 წლების სეზონში უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.