ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის განრიგი დამტკიცებულია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების ცნობით, საიუბილეო, 30-ე ჩემპიონატი 1 მარტს ეროვნული ლიგა 2-ის ორი მატჩით დაიწყება, ეროვნული ლიგის გათამაშების სტარტი კი ერთი დღით გვიან დაიგეგმა. ეროვნულ ლიგას მოქმედი ჩემპიონი, ქუთაისის “ტორპედო” გახსნის საშინაო მატჩში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გორის “დილას” უმასპინძლებენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ახალი სეზონიდანაც აქტიურად გაგრძელდება ტურნირის გაშუქება – სატელევიზიოს გარდა, ეროვნული ლიგის ყველა მატჩის ინტერნეტ-ტრანსლაცია იგეგმება, რამაც უკვე საკამოდ დიდი აუდიტორია შეკრიბა. გარდა ამისა, სიახლეა ის, რომ ეროვნული ლიგა 2-ის ყველა ტურის ცენტრალური მატჩს აჩვენებენ.