ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მეოთხე წრის სიმბოლური ნაკრები შეადგინა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მეოთხე წრის სიმბოლური ნაკრები შეადგინა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდის მიერ შედგენილ მეოთხე წრის სიმბოლური ნაკრებში ყველაზე მეტი ფეხბურთელი „იბერიიდან“ და გორის „დილადან“ მოხვდა – საქართველოს ჩემპიონისა და მესამეადგილოსანი გუნდებიდან რჩეულ თერთმეტეულში 3-3 წარმომადგენელი დაასახელეს, თითო მოთამაშე კი ფოთის „კოლხეთიდან“, ბათუმის „დინამოდან“, ქუთაისის „ტორპედოდან“, წყალტუბოს „სამგურალიდან“ და „გაგრიდან“ მოხვდნენ.

მეოთხე წრის სიმბოლური ნაკრები 4-3-3 სათამაშო სქემითაა შედგენილი:

მეკარე: დავით კერესელიძე („დილა“);

მცველები: ცოტნე კაპანაძე („იბერია“), დერეკ აგიაკვა („იბერია“), კალი ბანდეირა („დილა“), გიორგი ახალაძე („კოლხეთი“);

ნახევარმცველები: მარიო ბალბურდია („დინამო“ ბთ), ბაქარ ქარდავა („იბერია“), ფელიპე პირესი („ტორპედო“);

თავდამსხმელები: გიორგი ხარებაშვილი („გაგრა“), ლევან კუტალია („სამგურალი“), ტაირელ ვოუტერი („დილა“).