ეროვნული ლიგის მოვლენა - კოშკაძემ რეკორდი გააუმჯობესა
ეროვნული ლიგის მოვლენა - კოშკაძემ რეკორდი გააუმჯობესა

ეროვნული ლიგის 34-ე ტურში გამოსარჩევი ამბავი მოხდა – ბოლნისის „სიონის“ 36 წლის ნახევარმცველმა, ალექსანდრე კოშკაძემ საქართველოს ეროვნულ ლიგაში (რანგით უმაღლესი ლიგა) 442-ე მატჩი გამართა.

ამ მაჩვენებლით 36 წლის ნახევარმცველმა გივი დიდავას გადაასწრო (441 მატჩი) და საქართველოს ჩემპიონატის აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. საფეხბურთო კლუბმა „სიონმა“ ფეხბურთელს სამახსოვრო პრიზი გადასცა.

პროფესიონალური კარიერა კოშკაძემ 1999 წელს თბილისის „მერანი-ოლიმპში“ დაიწყო. უთამაშია ბოლნისის „სიონში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „ამერში“, ბათუმის „დინამოში“, „ბორჯომში“, რუსთავის „ოლიმპში“, 2008-2012 წლებში თბილისის „დინამოში“ გადავიდა და გუნდის კაპიტანი გახდა. მერე იყო „ზუგდიდი“, ისევ ბათუმის „დინამო“, ლანჩხუთის „გურია“, გორის „დილა“, მარტვილის „მერანი“ და ლანჩხუთის „გურია“. 2017 წლიდან კოშკაძე „სიონში“ დაბრუნდა.

ამ პერიოდში მან ასევე, სამჯერ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმაც მოირგო.