ეროვნული ლიგის მეოთხე წრის სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი ფეხბურთელი ქუთაისის „ტორპედოდან“ მოხვდა #1TVSPORT

11:57, 04.12.2023

საქართველოს ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მეოთხე წრის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

წრის სიმბოლური გუნდი 4-3-3 სათამაშო სქემით არის შედგენილი. ყველაზე მეტი მოთამაშე ქუთაისის „ტორპედოდან“ მოხვდა – ხუთი, „დინამო თბილისიდან“ – ოთხი, ხოლო თითო ფეხბურთელი – ბათუმის „დინამოდან“ და „სამტრედიიდან“.

მეკარე: ფილიპ კლიაიჩი („ტორპედო“).

მცველები: გიორგი მაისურაძე („დინამო თბილისი“), საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი“), ნიკა სანდოხაძე („ტორპედო“), ლაშა შერგელაშვილი („ტორპედო“).

ნახევარმცველები: გიორგი არაბიძე („ტორპედო“), მერაბ გიგაური („ტორპედო“), გიორგი ხარაიშვილი („დინამო თბილისი“).

თავდამსხმელები: პაატა ღუდუშაური (ბათუმის „დინამო“), ალეკსანდრ მიშოვი („სამტრედია“), უსმანე კამარა („დინამო თბილისი“).

მსგავსი