ეროვნული ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელი სტივ კინია #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელი სტივ კინია #1TVSPORT

სტივ კინი საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელია – ქუთაისის „ტორპედოს“ დამრიგებელი ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გამოარჩია.

შოტლანდიელმა სპეციალისტმა ქუთაისური გუნდი ზაფხულში ჩაიბარა. მან „ტორპედო“ ჩემპიონატში მესამე ადგილზე გაიყვანა და კონფერენს-ლიგის საგზური მოუტანა.

„ტორპედო“ მესამე წრემდე სამეულში არ იყო, მეოთხე წრეში კი კინის გუნდს თამაში არ წაუგია, ექვსი შეხვედრა მოიგო და სამი მატჩი ფრედ დაასრულა. გუნდმა 25 გოლი გაიტანა, ექვსი გაუშვა და 21 ქულა დააგროვა.