ეროვნული ლიგის მეორე წრის სიმბოლურ გუნდში „იბერიის“ ოთხი ფეხბურთელია #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მეორე წრის სიმბოლურ გუნდში „იბერიის“ ოთხი ფეხბურთელია #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

სიმბოლურ თერთმეტეულში ყველაზე მეტი, 4 ფეხბურთელია წარმოდგენილი ლიდერი „იბერიიდან“. 2-2 მოთამაშე ჰყავს ქუთაისის „ტორპედოსა“ და გორის „დილას“, ხოლო თითო ფეხბურთელი „დინამო თბილისს“, საგარეჯოს „გარეჯსა“ და ფოთის „კოლხეთს“.

მეკარე

ფილიპ კლიაიჩი („ტორპედო“ ქუთაისი)

მცველები

დერეკ აგიაკვა („იბერია“)

ივა გელაშვილი („იბერია“)

გიორგი ჯგერენაია („იბერია“)

საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“)

ნახევარმცველები

გიზი მამაგეიშვილი („იბერია“)

აბუბაქარ კონტე („დილა“)

ოთარ ფარულავა („დილა“)

თავდამსხმელები

ვახო ბედოშვილი („გარეჯი“ საგარეჯო)

ბიორნ იონსენი („ტორპედო“ ქუთაისი)

გიგი აბუაშვილი („კოლხეთი“ ფოთი)