ეროვნული ლიგის მატჩებს ნახევარ მილიონამდე ადამიანმა უყურა - ეროვნული ლიგის მოულოდნელი სტატისტიკა
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა კრისტალბეთ-ლიგის შეხვედრების ინტერნეტრეპორტაჟების ნახვის ოფიციალური სტატისტიკა გამოქვეყნა.
ციფრები მოულოდნელი და საყურადღებოა: აღმოჩნდა, რომ პირველი წრეში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მატჩების ინტერნეტრეპორტაჟების ნახვების საერთო რაოდენობამ 407 259 შეადგინა.
სულ პირველ წრეში 45 შეხვედრა ჩატარდა. ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, საშუალოდ შეხვედრას თვალს 9050 ინტერნეტმაყურებელი ადევნებდა.
გაირკვა, რომ პირველი წრის ყველაზე მეტი ნახვა მეორე ტურის მატჩს ჰქონდა, რომელშიც ბათუმის დინამომ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა – შეხვედრის ინტერნეტრეპორტაჟს 17 783 გულშემატკივარი ადევნებდა თვალს.