ეროვნული ლიგის ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვევა
ეროვნული ლიგის ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვევა

ეროვნული ლიგის 35-ე ტურში ჩემპიონატის ლიდერმა თბილისის დინამომ საბურთალოსთან ფრედ 0:0 ითამაშა და ქუთაისის “ტორპედოს” 2 ქულამდე მიახლოების საშუალება მისცა . თავის მხრივ ქუთაისელებმა , თორნიკე კაპანაძის დუბლის წყალობით, დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხეს ბათუმის “დინამო” და შესაბამისად ჩემპიონის ვინაობას ბოლო ტური გაარკვევს.

36–ე ტურში “დინამო არენაზე” საჩემპიონო თამაშში ერთმანეთს თბილისის “დინამო” და ქუთაისის “ტორპედო” შეხვდებიან. სტუმრებს ამ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვება აკმაყოფილებთ, დინამოს კი ფრეც აძლევს ხელს.

35–ე ტურში დაიძაბა ბრძოლა ცხრილის ქვედა ნაწილშიც. ფოთის კოლხეთი და ქობულეთის შუქურა ეროვნულ ლიგაში დასარჩენი ფლეი–ოფისთვის იბრძოლებენ. ფოთელები 23 ქულით მე–9 ადგილზე არიან, ქობულეთელები კი, 21 ქულით, მე–10–ზე.

35–ე ტურის შედეგები:

საბურთალო 0:0 დინამო თბ.
ტორპედო 2:0 დინამო ბთ.
კოლხეთი 0:4 ჩიხურა
დილა 0:1 შუქურა
ლოკომოტივი 2:5 სამტრედია

36–ე ტური, 26 ნოემბერი:

ჩიხურა – ლოკომოტივი
დინამო ბთ. – კოლხეთი
დინამო თბ. – ტორპედო
სამტრედია – დილა
შუქურა – საბურთალო