ეროვნული ლიგის ბომბარდირი ზორან მარუშიჩი გახდა​ #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ბომბარდირი ზორან მარუშიჩი გახდა​ #1TVSPORT

​ზორან მარუშუჩი ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. ეს 36-ე ტურის შემდეგ გაირკვა – „დინამო თბილისმა“ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. მოედანზე ორი ისეთი თავდამსხმელი იყო, რომელთაც ბომბარდირობის შანსი ჰქონდათ.

ეროვნული ლიგის საუკეთესო მეგოლეთა სიას 15 გოლით „დინამო თბილისის“ სერბი თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი ლიდერობდა. მისი დაწევის და გადასწრების თეორიული შანსი „ლოკომოტივის“ თავდამსხმელს, ირაკლი სიხარულიძეს ჰქონდა, რომელიც 12 გოლით მე-4 პოზიციას იკავებდა.

მაგრამ სიხარულიძემ შანსი ვერ გამოიყენა და 65-ე წუთზე ისე შეცვალეს, რომ გოლი არ გაუტანია. სერბმა თავდამსხმელმა კი მორიგი გოლი გაიტანა. ზორან მარუშიჩმა 81-ე წუთზე „ლოკომოტივის“ კარი აიღო, ანგარიშზე 16 გოლი დაუგროვდა და ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ბომბარდირები

1. ზორან მარუშიჩი, დინამო თბ. 16 გოლი

2. ჯაბა ჯიღაური, დინამო ბთ. 13

3. გიორგი ფანცულაია, დინამო ბთ. 13

დატოვე კომენტარი