ეროვნული ლიგის აუტსაიდერებმა ქულები გაინაწილეს #1TVSPORT
ეროვნული ლიგის აუტსაიდერებმა ქულები გაინაწილეს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-16 ტური თბილისში, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში გამართული მატჩით დაიწყო, „შუქურამ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა – მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

„სამტრედია“ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მე-10 წუთზე გიორგი ჯანელიძემ შესანიშნავი გადაცემით დასარატყმელ პოზიციაზე ბანტუ მზვაკალი გაიყვანა და ანგარიში გაიხსნა – „შუქურამ“ ტაიმი 1:0 მოიგო.

62-ე წუთზე დავით უბილავას პასის შემდეგ ვანო ჩარგეიშვილმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ექვს წუთში მზვაკალის დუბლით „შუქურა“ ისევ დაწინაურდა.

„სამტრედიამ“ ბოლომდე იბრძოლა და 86-ე წუთზე ვარლამ კილასონიას შესრულებული პენალტით ქულა გადაარჩინა – 2:2.

16 ტურის შემდეგ ქობულეთის „შუქურამ“ ცხრა ქულა დაგროვა და მე-9 ადგილი შეინრჩუნა, „სამტრედიას“ კი რვა ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.