ეროვნული ლიგის ახალი რეკორდი დამყარდა - ბათუმის „დინამო“ ყველაზე ძვირადღირებული ქართული გუნდია [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ახალი რეკორდი დამყარდა - ბათუმის „დინამო“ ყველაზე ძვირადღირებული ქართული გუნდია [ვიდეო] #1TVSPORT

სამენეჯერო ინტერნეტ-პორტალმატრანსფერმარკტმა“ ეროვნული ლიგის გუნდების სატრანსფერო შეფასება განაახლა, მაგრამ მნიშვნელოვანი სიახლე არ არის – ლიდერი ისევ უცვლელია.

ბათუმის „დინამო“ ყველაზე ძვირადღირებული ქართული კლუბია და ამ მონაცემით უახლოეს კონკურენტს, „დინამო თბილისს“ თითქმის ოთხჯერ აღემატება.

ცხადია, ეს ბათუმის გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის დამატების შედეგია. მათ ჯამში გუნდის ფასი 17 მილიონი ევროთი გაზარდეს.

ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური ფასი

დინამო ბათუმი 25,07 მილიონი ევრო

დინამო თბილისი 6,63

დილა გორი 4,96

საბურთალო 4,91

ტორპედო 4,28

გაგრა 3,45

სამგურალი 3,17

სიონი 2,94

თელავი 2,93

ლოკომოტივი 2,49

სულ 60.82

ჯამში, ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური ფასი 60.82 მილიონი ევროა. ეს რეკორდია იმის შემდეგ, რაც „ტრანსფერმარკტმა“ საქართველოს ჩემპიონატის შეფასება დაიწყო. საშუალოდ ელიგის მოთამაშის ფასი 234 ათასი ევროა.

დატოვე კომენტარი