ეროვნული ლიგის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჯოვინო ფლამარიონი გახდა
ეროვნული ლიგის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჯოვინო ფლამარიონი გახდა

საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმის „დინამო“) აღიარეს. სასტუმრო „შერატონში“ გამართულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე 2019 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში სამი ფეხბურთელი იყო წარმოდგენილი. გამარჯვებულის კონკურენტები იყვნენ გიორგი კოხრეიძე და ლევან კუტალია საბოლოოდ, მათ შორის ყველაზე მეტი ხმა სწორედ ჯოვინო ფლამარიონმა მიიღო.

GFF AWARDS 2019-ზე წლის საუკეთესოების გამოსავლენ გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, სპორტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა მიიღეს.

სეზონის საუკეთესო მეკარე „დინამო თბილისის“ წევრი, ხოსე პერალესი გახდა. საუკეთესო მცველი მამუკა კობახიძე გახდა (ბათუმის „დინამო“) , საუკეთესო ნახევარმცველი – ნიკა ნინუა („დინამო თბილისი“), ხოლო საუკეთესო თავდამსხმელი ლევან კუტალია („დინამო თბილისი“), რომელმაც 20 გატანილი გოლით ბომბარდირის სტატუსიც დაიმსახურა. ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელი ბათუმის „დინამოს“ თავკაცი, გია გეგუჩაძე გახდა.

სეზონის თერთმეტეული ასე გამოიყურება – ხოსე პერალესი, ნიკა მალი, ვიქტორ მონსილი, მამუკა კობახიძე, გურამ გიორბელიძე, სანდრო ალთუნაშვილი, ნიკა ნინუა, ლევან შენგელია, გიორგი კოხრეიძე, ლევან კუტალია, ჯოვინო ფლამარიონი.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ბომბარდირი (26 გოლით) გახდა „მერანის“ ფეხბურთელი, გიორგი ნიქაბაძე. ამავე ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული გურამ სამუშიამ დაიმსახურა. ლიგა ორში სეზონის საუკეთესო მწვრთნელი კახა კაჭარავა გახდა.