ეროვნული ლიგაში „იბერიამ“ „დილას“ ზედიზედ მეათე მატჩი მოუგო #1TVSPORT
თბილისის „იბერია“ გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ „დილას“ ესტუმრა, 2:0 დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლას განაგრძობს.
ლევან კორღალიძის გაწვრთნილებმა თამაში დამაჯერებლად ჩაატარეს, ანგარიში 41-ე წუთზე ამირან ძაგანიამ გახსნა, ხოლო 51-ე წუთზე „დილას“ კარი ლუკას კაფემ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ თბილისის „იბერიამ“ გორის „დილას“ ეროვნულ ლიგაში გამართული ზედიზედ მეათე მატჩი მოუგო.
ამ გამარჯვებით მოქმედმა ჩემპიონი ლიგაში გამართული 29 ტურის შემდეგ 52 ქულა დააგროვა და „რუსთავთან“ ერთდ მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. გორის „დილა“ მე-5 პოზიციაზეა.
ეროვნული ლიგა