ეროვნული ლიგაში გადამწყვეტი ეტაპი დაიწყო - კოლხეთი ისევ დამარცხდა
ეროვნული ლიგაში გადამწყვეტი ეტაპი დაიწყო - კოლხეთი ისევ დამარცხდა

ფოთის „კოლხეთმა“ მორიგი შეხვედრა წააგო და ლიგა 2-ში გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.

ფოთის „პარკი არენაზე“ ფოთელებმა საჩერეს „ჩიხურას“ უმასპინძლეს. ერთად-ერთი გოლი მე-3 წუთზე გიორგი ბუხაიძემ გაიტანა და სტუმრებმა 0:1 გაიმარჯვეს.

ამით დაიწყო ეროვნული საფეხბურთო ლიგაში გადამწყვეტი მეოთხე წრე: 28-ე ტურის დანარჩენი მატჩები შაბათ-კვირას გაიმართება. 6 ოქტომბერს, „მიხეილ მესხი 2“-ზე ბოლნისის „სიონი“ 15:30 საათზე „საბურთალოს“ უმასპინძლებს, ხოლო ზესტაფონის „დავით აბაშიძეზე“ „სამტრედია“ 18:00-ზე – თბილისის „ლოკომოტივს“.

დარჩენილი ორი მატჩი 7 ოქტომბერს ჩატარდება: „რუსთავი“ 15:30 საათზე „მიხეილ მესხი 2“-ზე თბილისის „დინამოს“ მიიღებს, ხოლო ტურის ცენტრალური შეხვედრა გორის „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გაიმართება: ერთმანეთს კონკურენტები, „დილა“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდებიან. თამაშის პირდაპირ ტელეტრანსლაციას მეორე არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.