ეროვნული ლიგაში ფენტეზის ახალი სეზონიც დაიწყო - გათამაშებაში ტორპედოელებიც ჩაერთვნენ
ეროვნული ლიგაში ფენტეზის ახალი სეზონიც დაიწყო - გათამაშებაში ტორპედოელებიც ჩაერთვნენ

1 მარტს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ახალი სეზონი და მასთან ერთად ეროვნული ლიგის ფენტეზი 2019-ის სეზონის გათამაშებაც დაიწყო.

მოთამაშეებს უკვე შეუძლიათ სასურველი ფეხბურთელების არჩევა და გუნდის დაკომპლექტება. სეზონის ბოლოს გამარჯვებულები პრემიად მიიღებენ 3000, 2000 ან 1000 ლარს. ყოველი წრის გამარჯვებული კი საჩუქრად ფლეისთეიშენ 4-ით დაჯილდოვდება.

დარეგისტრირება და სასურველ ლიგაში თამაში შესაძლებელია http://fantasy.eliga.ge/ -ზე. საქართველსო სუპერთასის მფლობელის, ქუთაისის ტორპედოს ცნობით, ეროვნული ლიგის ფენტეზის 2019 წლის სეზონზე
ტორპედოს ფეხბურთელებმა რეგისტრაცია გაიარეს, რის შემდეგაც სასურველი ფეხბურთელები აირჩიეს და გუნდები დააკომპლექტეს.