ეროვნული ლიგა უგოლო მატჩით განახლდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა უგოლო მატჩით განახლდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის გათამაშება ერთთვიანი შესვენების შემდეგ 23-ე ტურის შეხვედრით განახლდა, რომელსაც ფოთის „ფაზისის“ სტადიონმა უმასპინძლა – ქობულეთის „შუქურამ“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.

პირველ ტაიმში ორივე გუნდს ანგარიშის გახსნის შანსი ჰქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში შემტევები ზუსტ დარტყმას ვერ ახერხებდნენ. მეორე ტაიმშიც ანალოგიური სურათი იყო, ორივე გუნდი უტევდა, მაგრამ ბოლო მომენტში თავადმსხმელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ და საბოლოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა.

23 ტურის შემდეგ „სამგურალმა“ 30 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილი შეინარჩუნა, ხოლო „შუქურამ“ (21 ქულა) „თელავის“ (22 ქულა) გადასწრება ვერ მოახერხა.

დატოვე კომენტარი