ეროვნული ლიგა | ტყიბულის „მეშახტეს“ კახაბერ ჩხეტიანი გაწვრთნის #1TVSPORT

13:31, 20.07.2026

ეროვნული ლიგის დებიუტანტის, ტყიბულის „მეშახტის“ ახალი მთავარი მწვრთნელი კახაბერ ჩხეტიანია.

ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანი ქართველი სპეციალისტი სხვადასხვა წლებში მარტვილის „მერანს“, ქუთაისის „ტორპედოს“, „დინამო თბილისსა“ და ფოთის „კოლხეთს“ წვრთნიდა. კარიერის დასაწყისში კი ის „ზესტაფონსა“ და „დინამო თბილისში“ მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.

მისი მოღვაწეობა განსაკუთრებით წარმატებული იყო „ტორპედოში“, სადაც 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ქუთაისის გუნდმა ეროვნული ლიგა, ორჯერ საქართველოს თასი, ხოლო ორჯერ საქართველოს სუპერთასი მოიგო.

ჩხეტიანმა ამ პოსტზე ლადო ბურდული შეცვალა, რომელმაც ტყიბულის „მეშახტესთან“ ერთად ისტორია დაწერა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გუნდი რანგით უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა.

მსგავსი