ეროვნული ლიგა | „ტორპედომ“ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „ტორპედომ“ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-15 ტურში ქუთაისის „ტორპედო“ წყალტუბოში „სამგურალს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.

„სამგურალმა“ დიდი ხნის პაუზის შემდეგ მეტოქეს წყალტუბოში, „26 მაისი არენაზე“ უმასპინძლა. თამაშის ბედი მე-17 წუთზე, ქუთაისელთა ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ბიორნ იონსენმა გადაწყვიტა, რომელმაც სწრაფი კონტრშეტევა გოლით დაასრულა.

„სამგურალმა“ თამაშის გადარჩენა სცადა, მომენტებიც შექმნა და ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო. შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა.

ქუთაისის „ტორპედომ“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო, 15 ტურის შემდეგ 24 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზეა, „სამგურალი“ კი (12) კვლავ მე-7 პოზიციაზეა.