ეროვნული ლიგა | „ტორპედო“ ქუთაისში „თელავთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „ტორპედო“ ქუთაისში „თელავთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მესამე ტური ქუთაისში „ტორპედოსა“ და „თელავის“ მატჩით დაიწყო, რომელშიც სტუმრებმა მოულოდნელად ჩემპიონატის ფავორიტი 2:1 დაამარცხეს.

„რამაზ შენგელია – არენაზე“ დაპირისპირება ქუთაისელებისთვის უიღბლოდ დაიწყო – ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა – „თელავის“ შეტევა ფირუზ მარაქველიძემ მარჯვენა ფლანგზე გააგრძელა, მისი კარგი გადაცემა კი გუნდის ახალწვეულმა, ვატო არველაძემ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა.

მეორე ტაიმში ქუთაისელებმა დიდი ძალებით შეუტიეს და ანგარიში გაათანაბრეს – 55-ე წუთზე, ჯარიმის გათამაშების შემდეგ ჯადული იობაშვილმა ბურთის მოგერიება სცადა, თუმცა საკუთარ კარში ჩაჭრა.

მაგრამ „თელავის“ თავადმსხმელმა შეცდომა გამოასწორა – 73-ე წუთზე ბურთი საჯარიმოსთან მიიღო, შორეული დარტმით ლამაზი გოლი გაიტანა და „თელავს“ გამარჯვება მოუტანა.

ეროვნული ლიგის მე-3 ტურის დარჩენილი შეხვედრები 10 და 11 მარტს გაიმართება:

10 მარტი, ორშაბათი

ქობულეთი, საფეხბურთო ცენტრი

15:00 | „კოლხეთი 1913“ – „დინამო თბილისი“

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

19:00 | „დილა“ – „იბერია 1999“

ბათუმი, „ბათუმი არენა“

21:00 | „დინამო“ (ბთ) – „გაგრა“

11 მარტი, სამშაბათი

წყალტუბო, საფეხბურთო ცენტრი

19:00 | „სამგურალი“ – „გარეჯი“