ეროვნული ლიგა | თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა თბილისის „დინამომ“ „სპაერი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა თბილისის „დინამომ“ „სპაერი“ დაამარცხა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ეროვნულ ლიგაში „სპაერს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვა.

მე-11 ტურის ბოლო შეხვედრაში, რომელსაც „დინამო არენამ“ უმასპინძლა, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. 28-ე წუთზე ანგარიში ნანა-კოფი დონკორიმ გახსნა, ხოლო 34-ეზე მათე ვაწაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა.

„სპაერმა“ თამაშის გადარჩენა სცადა და ზურაბ გოლუბიანმა 82-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მაგრამ ქეცბაიას გუნდმა თამაში მაინც მოიგო და 11 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, „სპაერი“ (12) კი მე-7 პოზიციაზე დაქვეითდა.