ეროვნული ლიგა | თემურ ქეცბაია - გვინდა, რომ წაუგებელი სერია „იბერიასთან“ გავაგრძელოთ #1TVSPORT
თემურ ქეცბაიამ ეროვნული ლიგის ლიდერთან, თბილისის „იბერიასთან“ მოახლოებულ მატჩზე კომენტარი გააკეთა. „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი წაუგებელ სერიას გააგრძელებს.
„ჩემპიონატის ლიდერ „იბერიასთან“ რთული და საინტერესო შეხვედრა გველოდება. ბოლო ოთხი მატჩია, არ წაგვიგია და გვინდა, რომ ეს სერია გავაგრძელოთ. ჩვენს გულშემატკივარს ველოდებით, რათა მოვიდეს და გუნდს გვერდში დაუდგეს“, – ამბობს თემურ ქეცბაია.
„იბერიასთან“ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩში გამარჯვება „დინამოსთვის“ მნიშვნელოვანია, რადგან გუნდი მეხუთე ადგილიდან მეორეზე გადაინაცვლებს და ევროზონაში მოხვდება.
შეხვედრა 16 მაისს, 19:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.