ეროვნული ლიგა | „თელავმა“ „რუსთავი“ დაამარცხა - „მერანმა“ „შტურმს“ სძლია [ვიდეო] #1TVSPORT
თელავსა და სართიჭალაში ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის პლეი ოფის შეხვედრები გაიმართა – „თელავმა“ „რუსთავი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო სართიჭალის „შტურმი“ მარტვილის „მერანთან“ 0:1 დამარცხდა.
„კავკასიონი არენაზე“ გამართული მატჩის 22-ე წუთზე მეტოქესთან უხეშობისთვის განელი თავდამსხმელი ბილი ჯიბრილი არბიტრამა გააძევა და რუსთაველები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ. „თელავმა“ რიცხობრივი უპირატესობით შესვენებამდე (45+6) ისარგებლა და დაჩი ცნობილაძის გოლით დაწინაურდა.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა უპირატესობა გაზარდეს, ცნობილაძემ ამ ეპიზოდში საგოლე გადაცემა მიითვალა, ბურთი კი დეიან გეორგიევიჩმა გაიტანა.
83-ე წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტით ვარლამ კილასონიამ სხვაობა შეამცირა და საპასუხო მატჩს ინტრიგა შეუნარჩუნა.
ლიგა 2-ის პლეი ოფში ლიგა 3-ის მარტვილის „მერანი“ სართიჭალაში „შტურმს“ ესტუმრა 1:0 დაამარცხა და საპასუხო მატჩს, რომელსაც მარტვილი უმასპინძლებს, დადებითი შედეგით შეხვდება. გადამწყვეტი გოლი 90+7-ე წუთზე თორნიკე ჯიმშელეიშვილმა გაიტანა, რომელმაც მოედნის საკუთარი ნახევრიდან, დაახლოებით 60 მეტრიდან, ჯარიმის შესრულებისას ბურთი პირდაპირ კარში გაუშვა და „მერანს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
პლეი ოფის საპასუხო მატჩები 16 დეკემბერს გაიმართება:
მარტვილი, „მურთაზ ხურცილავა“
13:00 | „მერანი“ (მ) – „შტურმი“
რუსთავი, სფფ-ის ტექნიკური ცენტრი
13:00 | „რუსთავი“ – „თელავი“
სართიჭალის სტადიონი
13:00 | „არაგვი“ – „იბერია 2“
თბილისი „დავით პეტრიაშვილი არენა“
18:00 | „გაგრა“ – „სიონი“