ეროვნული ლიგა | „თელავისა“ და „იბერიის“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „თელავისა“ და „იბერიის“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-10 ტური თელავში გამართული შეხვედრით გაიხსნა. „თელავმა“ გათამაშების ლიდერს, თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა და ქულები წაართვა — შეხვედრა უგოლოდ, 0:0 დასრულდა.

„კავkასიონი არენაზე“ გამართული დაპირისპირების პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდს თითო მომენტი ჰქონდა – ანდრია დევდარიანისა და გიზი მამაგეიშვილის დარტყმებმა მიზანს ვერ მიაღწია.

მეორე ტაიმში, მატჩის განახლებიდან მალევე, 49-ე წუთზე სტადიონის განათების სისტემა გაითიშა. დაახლოებით 10 წუთში შეხვედრა გაგრძელდა. „იბერიას“ დაწინაურების კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა იური ტაბატაძემ და ირაკლი სიხარულიძემ თავიანთი შანსები ვერ გამოიყნეს. ანალოგიურად, თელაველთა რიგებიდან შანსი ვერ გამოიყენეს ელდარ პარკინაშვილმა და ჯადული იობაშვილმა.

10 ტურის შემდეგ „თელავი“ 11 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება, „იბერიამ“ 24 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა, თუმცა, შესაძლოა, ტურის დარჩენილი შეხვედრის შედეგების გათვალისწინებით, ბათუმის „დინამო“ (21 ქულა) დაეწიოს.