ეროვნული ლიგა | თბილისის „იბერიამ“ სეზონის პირველი ნახევარი წაგების გარეშე დაასრულა #1TVSPORT

22:26, 29.05.2025

„იბერიამ“ ეროვნული ლიგის პირველი ნახევრის ბოლო ტურში „გაგრას“ უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა.

თამაში უკეთ „გაგრამ“ დაიწყო და ლევან გეგეჭკორის გოლით დაწინაურდა – 29-ე წუთზე სტუმართა კაპიტანმა ბურთი მახვილი კუთხიდან ეფექტური დარტყმით შორეულ კუთხეში ჩაახვია და ანგარიში გახსნა.

მაგრამ „იბერიის“ საუკეთესო ბომბარდირმა, იური ტაბატაძემ ხუთ წუთში ძლიერი დარტყმით წონასწორობა აღადგინა, ხოლო 36-ე წუთზე მეორე ბურთი გაიტანა და გუნდი წინ გაიყვანა.

შესვენების შემდეგ „გაგრა“ თამაშის გადარჩენას შეეცადა, რეალური საგოლე მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ 87-ე წუთზე, თორნიკე ახვლედიანის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ ამირან ძაგანია დარჩა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.

„იბერიამ“ ეროვნული ლიგის პირველი ეტაპი წაგების გარეშე დაასრულა, 44 ქულა დააგროვა, „დილას“ 6 ქულით გადაასწრო და პირველ ადგილზეა. ახლა კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მოემზადება.

მსგავსი