ეროვნული ლიგა | თბილისის „იბერიამ“ საგარეჯოს „გარეჯთან“ ქულები დაკარგა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 26-ე ტურში თბილისის „იბერიამ“ საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა და ერთ-ერთ აუტსაიდერთან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა – 1:1.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მთავარი მოვლენები კი შესვენების შემდეგ განვითარდა. 58-ე წუთზე ალექსანდრე ამისულაშვილმა, რომელმაც „იბერიას“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა, ეფექტური გოლით ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმში „გარეჯი“ შეტევების გამწვავებას ცდილობდა, თუმცა დიდხანს არაფერი გამოსდიოდა. მიუხედავად ამისა, 87-ე წუთზე საჯარიმოს გათამაშების შემდეგ სტუმართა კაპიტანმა, ლევან პაპავამ მცველებს დაასწრო და ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.
26 ტურის შემდეგ „იბერიამ“ 53 ქულა დააგროვა და გორის „დილასთან“ (57) ჩამორჩენა ვერ შეამცირა, ხოლო „გარეჯი“ (24) ისევ მეცხრე პოზიციაზე დარჩა, თუმცა აუტსაიდერთა ზონიდან თავის დასაღწევად მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.