ეროვნული ლიგა | თბილისის „იბერიამ“ „გაგრას“ სძლია და პირველი წრის ჩემპიონია #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2-ის მე-9 ტური თბილისში გამართული მატჩით განახლდა. „გაგრამ“ „იბერიას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. შედეგად, „იბერია“ ეროვნული ლიგის პირველი წრის ჩემპიონია.
„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართული შეხვედრა დაძაბულად წარიმართა. პირველ ტაიმში უკეთესად „გაგრა“ გამოიყურებოდა, თუმცა „იბერია“ თავს მწყობრად იცავდა და შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა — 0:0.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 70-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე გიზო მამაგეიშვილის დაწყებული იერიში ირაკლი სიხარულიძემ ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და „იბერიამ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ამ შედეგით თბილისურმა გუნდმა 23 ქულა დააგროვა და პირველი წრე წაუგებლად დაასრულა, „გაგრა“ (10 ქულა) კი მე-5 პოზიციაზე დარჩა.