ეროვნული ლიგა | თბილისის „დინამომ“ „სპაერი“ დაამარცხა და სამეულში გადაინაცვლა #1TVSPORT
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 29-ე ტურში „დინამო თბილისმა“ „სპაერს“ 3:1 სძლია და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
„დინამო არენაზე“ გამართულ შეხვედრაში თემურ ქეცბაიას გუნდმა ანგარიში 21-ე წუთზე ნიკა ნინუას გოლით გახსნა და შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდა.
მეორე ტაიმი დაძაბული გამოდგა. 64-ე წუთზე ზურაბ გოლუბიანის გოლით „სპაერმა“ წონასწორობა აღადგინა, თუმცა მარიოს პურზიტიდისმა (69) და მათე ვაწაძემ (79) მასპინძლებს გამარჯვება მოუტანეს.
„დინამო თბილისმა“ 51 ქულა დააგროვა და 29 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა, ხოლო „სპაერმა“ (26 ქულა) „გაგრასთან“ (29 ქულა) სხვაობის შემცირებისა და მერვე ადგილზე გადასვლის შანსი ვერ გამოიყენა.
ეროვნული ლიგა