ეროვნული ლიგა | „სამგურალმა“ საგარეჯოს „გარეჯი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „სამგურალმა“ საგარეჯოს „გარეჯი“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-3 ტურის დასკვნით მატჩში წყალტუბოს „სამგურალმა“ საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში გამართულ შეხვედრაში მიმდინარე სეზონში ყველა სწრაფი გოლი გავიდა – მეორე წუთზე სტუმართა სწრაფი კონტრშეტევა ფრანსუა ეკონგოლომ დააგვირგვინა და „გარეჯი“ დააწინაურა.

სამგურალი“ პირველივე ტაიმში დაწინაურდა: ამგარიში დემურ ჩიხლაძემ გაათანაბრა, ლაშა შერგელაშვილმა გუნდი წინ გაიყვანა, ხოლო მესამე ბურთი გიორგი ფანცულაიამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ეროვნული ლიგის მე-4 ტური 15-16 მარტს გაიმართება. ამის შემდეგ კი, 28 მარტამდე, სანაკრებო პაუზა დაიწყება.