ეროვნული ლიგა | „სამგურალისა“ და „გარეჯის“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში წყალტუბოს „სამგურალმა“ საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა და, უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ ქულას დასჯერდა – 2:2.
პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. 65-ე წუთზე ანგარიში „სამგურალის“ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ვინისიუსმა გახსნა, ხოლო მე-80 წუთზე ლუკა ხორხელმა პენალტით მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
„გარეჯმა“ ბოლომდე იბრძოლა და მიზანს მიაღწია – 85-ე წუთზე გიორგი გოგოლაშვილმა სხვაობა შეამცირა, ხოლო სამ წუთში ლევან პაპავამ წონასწორობა აღადგინა და სტუმრებს უმნიშვნელოვანესი ქულა მოუტანა.
ეროვნულ ლიგაში გამართული 21 ტურის შემდეგ „სამგურალი“ 23 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო „გარეჯმა“ (19) მე-8 პოზიცია შეინარჩუნა.