ეროვნული ლიგა | „რუსთავმა“ ქულები დაკარგა – ბათუმის „დინამომ“ მოიგო და მეორე ადგილზე გადავიდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 23-ე ტური წყალტუბოში გამართული შეხვედრით დაიწყო – „სამგურალმა“ გათამაშების ლიდერს, „რუსთავს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინა – 1:1.
რუსთაველებმა ანგარიში 68-ე წუთზე გახსნეს – თავი ვაჟა ფაცაციამ გამოიჩინა, მაგრამ მატჩის მიწურულს (82) ნიკო ცეცხლაძემ ანგარიში გაათანაბრა.
ბათუმის „დინამომ“ „სპაერი“ მიიღო და დამაჯერებლად სძლია – 3:0. შესანიშნავი თამაში ჩაატარა ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა, ლუკა წულუკიძემ, რომელმაც მე-7 წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა, 26-ეზე დუბლი შეასრულა, ხოლო მესამე ბურთი ავოკე ეშეტიემ (40) გაიტანა.
ეროვნული ლიგა. სატურნირო მდგომარეობა