ეროვნული ლიგა | ქუთაისის „ტორპედომ“ „გაგრა“ დაამარცხა #1TVSPORT

23:11, 03.08.2025

კონფერენს ლიგიდან მტკივნეული გავარდნის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის მეორე ნახევარი „გაგრასთან“ მატჩით გახსნა და 2:1 მოიგო.

რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში ქუთაისელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს – მე-17 წუთზე ვარლეი და სილვას გადაცემა კომნენ ანდრიჩმა დააგვირგვინა და „ტორპედოს“ ფორმით სადებიუტო გოლი გაიტანა.

„გაგრამ“ მეორე ტაიმში ეფექტური გოლით უპასუხა, რომელიც 55-ე წუთზე ოთარ გაგნიძემ გაიტანა – სტუმართა ნახევარმცველი კარისკენ სწრაფად დაიძრა, ქუთაისელებმა ხელი ვერ შეუშალეს და ძლიერი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

90-ე წუთზე ვარლეის მეორე საგოლე გადაცემის შემდეგ ალეკო ბასილაძემ ისარგებლა და გამარჯვება მოუტანა „ტორპედოს“, რომელიც ეროვნულ ლიგაში 19 ტურის შემდეგ 30 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო „გაგრა“ (20) მე-7 პოზიციაზე დარჩა.

მე-19 ტურის ბოლო შეხვედრაში ბათუმის „დინამო“ „დინამო თბილისს“ 4 აგვისტოს, 21:00 საათზე უმასპინძლებს.

მსგავსი