ეროვნული ლიგა | ქუთაისის „ტორპედომ“ ახალი სეზონი მოგებით დაიწყო #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | ქუთაისის „ტორპედომ“ ახალი სეზონი მოგებით დაიწყო #1TVSPORT

ეროვნული ლიგის პირველ ტურში ქუთაისის „ტორპედო“ „გაგრას“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

თბილისის „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ქუთაისელები 32-ე წუთზე ფელიპე პირესის გადაცემის შემდეგ ცოტნე ფაცაციამ დააწინაურა და პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ნახევარი (56) ახალი დაწყებული იყო, როდესაც „გაგრამ“ წონასწორობა აღადგინა – გოლი გიორგი პაპუაშვილმა გაიტანა, მაგრამ 74-ე წუთზე ფელიპე პირესმა „გაგრას“ მეორე ბურთი გაუტანა და საბოლოოდ „ტორპედოს“ გამარჯვება მოუტანა.

პირველ ტურის დარჩენილი სამი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო და პირველ აპრილს გაიმართება.