ეროვნული ლიგა | ქუთაისის „ტორპედო“ შინ საგარეჯოს „გარეჯთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | ქუთაისის „ტორპედო“ შინ საგარეჯოს „გარეჯთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნულ ლიგაში საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

„რამაზ შენგელია არენაზე“ გამართული მე-18 ტურის შეხვედრის ფავორიტებად მასპინძლები მიიჩნეოდნენ, მაგრამ გიორგი მიქაძის გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მე-19 წუთზე ვახტანგ ბედოშვილმა მარცხენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოსკენ წაიღო, შესანიშნავი დარტყმით „ცხრიანში“ ჩაახვია და ანგარიში გახსნა, ხოლო 85-ე წუთზე სტუმართა კონტრშეტევა სერგი კუხიანიძემ დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ქუთაისის „ტორპედომ“ ჩემპიონატის პირველი ნახევარი 27 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა, ხოლო საგარეჯოს „გარეჯმა“ (18) აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია და მე-7 პოზიციაზეა.