ეროვნული ლიგა | ორი „დინამოს“ დაპირისპირება ფრედ დასრულდა #1TVSPORT
„დინამო თბილისისა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩით დასრულდა ეროვნული ლიგის მე-10 ტური, რომელშიც თბილისელებმა ბათუმელებს უმასპინძლებს და ქულები გაინაწილეს – 1:1.
„დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრის პირველი ნახევარი საკმაოდ უფერულად წარიმართა და 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარში გუნდები გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ. ანგარიში 71-ე წუთზე გაიხსნა – მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ესპანელმა თავდამსხმელმა, ჯალენ ბლესამ იდეალურად შეასრულა და ბათუმელები წინ გაიყვანა.
თბილისელები თამაშის გადარჩენას შეეცადნენ და მიზანს მიაღწიეს: მათე ვაწაძესთან ორთაბრძოლისას ნიკოლოზ ბალაძემ საჯარიმოში ხელით ითამაშა და სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც თორნიკე მორჩილაძემ ზუსტად დაარტყა – 1:1.
10 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 15 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზეა, ხოლო ბათუმელებმა 22 ქულით მეორე ადგილი შეინარჩუნებს და მხოლოდ „იბერიას“ (24) ჩამორჩებიან.