ეროვნული ლიგა | „კავკასიონი არენაზე“ „თელავი“ „სამგურალს“ დაუზავდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 34-ე ტურში „თელავმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 0:0.
შეხვედრაში ანგარიშის გახსნა სტუმრებს პირველივე ტაიმში შეეძლოთ, მაგრამ რეალური შანსით ვერ ისარგებლეს – მე-17 წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ „სამგურალის“ თავდამსხმელის, ლევან კუტალიას დარტყმული მეკარე ლევან თანდილაშვილმა მოიგერია.
34 ტურის შემდეგ „თელავი“ 31 ქულით მე-9 ადგილზე დარჩა, ხოლო წყალტუბოს „სამგურალს“ (40) ეს ქულა „დინამო თბილისის“ (39) გადასწრებასა და მეხუთე პოზიციაზე დაწინაურებაში დაეხმარა.