ეროვნული ლიგა | კახური დერბი „თელავმა“ მოიგო #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | კახური დერბი „თელავმა“ მოიგო #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში გამართულ კახურ დერბიში „თელავმა“ საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.

თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ პირველი კახური დერბი, რომელიც ხუმრობით „ელ კლასი-ჯოდ“ მონათლეს, „კავკასიონი არენაზე“ გაიმართა და დაძაბულად წარიმართა. გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მეტოქეები გააქტიურდნენ და მომენტები შექმნეს, თუმცა შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა – მე-80 წუთზე, ნიკა ცეცხლაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ თავური დარტყმით „თელავს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება ჯადული იობაშვილმა მოუტანა.

ექვსი ტურის შემდეგ „თელავმა“ 10 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო „გარეჯი“ (4) მე-8 პოზიციაზეა.

ამ მატჩით ეროვნული ლიგის მე-6 ტური დასრულდა, მე-7 ტურის შეხვედრები 9-10 აპრილს გაიმართება.