ეროვნული ლიგა | კახური დერბი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | კახური დერბი ფრედ დასრულდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-15 ტური კახური დერბით გაგრძელდა. საგარეჯოს „გარეჯმა“ „თელავს“ უმასპინძლა და ქულას დასჯერდა — 0:0.

შეხვედრა „თელავისთვის“ კარგად დაიწყო. მე-8 წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა, თამაზ ცეცხლაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „გარეჯი“ 10 მოთამაშით დარჩა.

„თელავი“ დარჩენილი 82 წუთის განმავლობაში რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებას ცდილობდა, თუმცა „გარეჯმა“ მოახერხა და ასეთ რთულ ვითარებაში უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა.

15 ტურის შემდეგ, მოპოვებული 13 ქულით, საგარეჯოს „გარეჯი“ მე-7 ადგილზე გადავიდა და აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია, ხოლო „თელავი“ 11 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზე დარჩა.