ეროვნული ლიგა იწყება - ჭიაბრიშვილი წარმატებულ სტარტს იმედოვნებს
ეროვნული ლიგა იწყება - ჭიაბრიშვილი წარმატებულ სტარტს იმედოვნებს

1 მარტს, ეროვნული საფეხბურთო ლიგის ახალი სეზონი იწყება – 2019 წლის სეზონის პირველ შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონი „საბურთალო“ ლიგა-2-ის გასული სეზონის გამარჯვებულს, ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება.

დღეს თბილისის ზღვაზე მდებარე ზესტაფონის ბაზაზე „საბურთალომ“ და ბათუმის „დინამომ“ მატჩის წინა ვარჯიში ჩაატარეს.

„სეზონის პირველი მატჩი ყოველთვის რთული და მნიშვნელოვანია. ბათუმის „დინამოს“ სახით კი რთული მეტოქე გვეყოლება, რომელსაც ძლიერი მწვრთნელი და ძალიან კარგი შემადგენლობა გამოარჩევს. მაგრამ ჩვენ საქართველოს ჩემპიონები ვართ და ტიტული გვავალდებულებს, რომ ეს შეხვედრა მოვიგოთ“, – ამბობს
პირველ არხთან „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი.

მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ – საზოგადოებრივი მაუწყებელი 2019 წელსაც ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორი იქნება და ეროვნული ლიგის მატჩებს ექსკლუზიურად გააშუქებს.