ეროვნული ლიგა | „იბერიამ“ მოუგებელი სერია შეწყვიტა #1TVSPORT

22:04, 05.09.2026

ეროვნულ ლიგაში 24-ე ტურში გორის „დილამ“ საკითარ მოედანზე „გაგრას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ბედი 72-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილმა გადაწყვიტა.

უხვგოლიანი შეხვედრა გაიმართა წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე, სადაც ტყიბულის „მეშახტე“ „სპაერთან“ ნომინალური მასპინძელი იყო და მხოლდო ქულას დასჯერდა 2:2.

ტყიბულელებმა მატჩი შესანიშნავად დაიწყეს და ირაკლი სიხარულიძისა (14) და გიორგი ბურდულის (22) გოლებით დაწინაურდნენ, მაგრამ საბა გეგიაძისა (36) და გიგა სამხარაძის (54) მიერ გატანილი ბურთებით „სპაერმა“ ქულა მოიპოვა.

მოქმედმა ჩემპიონმა, „იბერიამ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და მოუგებელია სერია შეწყვიტა – 2:1. მე-12 წუთზე ანგარიში მასპინძელთა კაპიტანმა გიორგი ჯინჯოლავამ პენალტით გახსნა, მაგრამ ლევან გეგეჭკორმა (33) ასევე თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. თბილისელებს გამარჯვება 18 წლის მცველმა, საბა ბოჭორიშვილმა 89-ე წუთზე გატანილი გოლით მოუტანა.

24-ე ტურის დარჩენილი მატჩი 6 სექტემბერს ქუთაისში გაიმართება, სადაც „ტორპედო“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს.

ეროვნული ლიგა. სატურნირო მდგომარეობა
ბშ
  • 1
    რუსთავი რუსთავი
    24
    12
    6
    6
    10
    42
  • 2
    დინამო (ბათუმი) დინამო (ბათუმი)
    24
    11
    7
    6
    7
    40
  • 3
    დინამო (თბილისი) დინამო (თბილისი)
    22
    10
    7
    5
    9
    37
  • 4
    იბერია 1999 (თბილისი) იბერია 1999 (თბილისი)
    22
    11
    4
    7
    7
    37
  • 5
    დილა (გორი) დილა (გორი)
    23
    10
    3
    10
    4
    33
  • 6
    სამგურალი (წყალტუბო) სამგურალი (წყალტუბო)
    24
    9
    5
    10
    -10
    32
  • 7
    ტორპედო (ქუთაისი) ტორპედო (ქუთაისი)
    23
    8
    7
    8
    9
    31
  • 8
    გაგრა გაგრა
    23
    6
    9
    8
    -7
    27
  • 9
    სპაერი (თბილისი) სპაერი (თბილისი)
    24
    5
    9
    10
    -5
    24
  • 10
    მეშახტე (ტყიბული) მეშახტე (ტყიბული)
    24
    2
    9
    13
    -23
    15

 

მსგავსი